დავითგარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ისინი ადგილზე სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ.
ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს.
ნაცემია ოპერატორი და დამტვრეულია მისი კამერა.
გამოიძახეს პოლიცია, თუმცა, სამართალდამცველები ადგილზე ჯერ არ მისულან.
ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა ფორმულას უთხრა:
"სასულიერო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც ივერი მელაშვილს, ისე ჟურნალისტებს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა, ივერისთან მიმართებაში არ ყოფილა ფიზიკური ძალადობა. ფიზიკურად შეეხნენ ჟურნალისტს და ოპერატორს".
მარიკაშვილი ამბობს, რომ ისინი არიან ხელისუფლების იმ განცხადებების მსხვერპლები, რომლითაც მათ "მოღალატეებად" აცხადებენ.
თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.
"საერთოდ რატომ ჩახვედი გარეჯში". - უთხრა მას ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
"პირველი და უკანასკნელი იყოს შენი მოსვლა დავითგარეჯში".- ამბობს სხვა.